ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც ოცნებამ ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო

დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც ოცნებამ ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა.

ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. იგი 2017-2021 წლებში ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

აღნიშნულ თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შემდეგ. მათი თანამდებობაზე შერჩევის მოსმენები კონგრესში მომდევნო კვირებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ Cerberus Capital Management-ი ერთ-ერთია იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული.

ორგანიზაცია FactCheck-ის მედიაპროექტ ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მთავრობას და ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასაფინანსებლად 8-პუნქტიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ახალი ინვესტორების მოძიება დადგა დღის წესრიგში.

ფაქტ-მეტრის ცნობით, ამ პერიოდში გამოჩენილი ორი პოტენციური ინვესტორიდან ერთ-ერთი Cerberus Capital Management LP იყო, რომელიც მთავრობისგან ინვესტორის მისაღებობის წერილობით დადასტურებას ითხოვდა. თუმცა, ანაკლიის კონსორციუმის ცნობით, დაპირების მიუხედავად, მთავრობამ შესაბამისი წერილი არ მოამზადა, ხოლო 2020 წლის 9 იანვარს კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება მთავრობამ შეწყვეტილად გამოაცხადა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.