არქივი31 დეკემბერი, 2024, 11:38
დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს! MAGA!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს 3 იანვარს აირჩევს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.