ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი: ბიძინა მზად ხარ სანქციებისთვის?

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა X-ზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:
"რატომ მისცა საქართველოს მომავალმა დიქტატორმა, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებელი კონტრაქტი სანქციების ქვეშ მყოფ ჩინურ კომპანიას?
ბიძინა მზად ხარ სანქციებისთვის?" - წერს უილსონი
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი დაასახელა, რომლის კომპანიაც ქართულმა ოცნებამ ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.