დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის განმავლობაში ტელეფონით ორჯერ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა. ამის­ შესახებ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.
„მე ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ორი დღის განმავლობაში მეორედ და დღეს ჩვენც ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა“,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან თქვა, რომ გუშინდელი საუბრის დროს ისინი „შეთანხმდნენ კონკრეტული საკითხის შესახებ“ და დღეს კი მათ განიხილეს „სიტუაციის ყველა ეს ასპექტი“.
„ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი მდგრადობისა და მოქმედების რადიუსის გაძლიერება. ენერგეტიკასთან დაკავშირებით ბევრი დეტალია. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული ყველაფრის შესახებ, რაც ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება