ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით – საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია

დონალდ ტრამპი მართალია და ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ახლა ვიმყოფებით და აშშ-ის პრეზიდენტი მართალია. იქ უნდა გავჩერდეთ, სადაც ვართ. ამის შეჩერება მნიშვნელოვანია და შემდეგ [ომის დასრულებაზე] საუბრის დაწყება. მაგრამ, საქმე პუტინშია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.
„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება