Axios – დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე Tomahawk-ების გადაცემას არ აპირებს – შეხვედრაზე არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი მკაცრი იყო

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე Tomahawk-ების გადაცემას არ აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრა „მარტივი არ ყოფილა“, ხოლო მეორე წყაროს თქმით, „შეხვედრა ცუდად წარიმართა“.
„შეხვედრაზე არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი მკაცრი იყო“, – აღნიშნა პირველმა წყარომ.
Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამ ეტაპზე უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს.
მეორე წყაროს თქმით, ტრამპმა შეხვედრის დროს „რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა და ზოგიერთ მომენტში შეხვედრა ემოციურიც გახდა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა მოულოდნელად, ორსაათნახევრის შემდეგ დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება