პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, „საუბარი საქმიანი, გულწრფელი და კონსტრუქციული იყო“.

„დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი განიხილეს.

„აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.