დონალდ ტრამპი – „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, ეს სიხარულის დღე იქნება

„ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი რთულია, მაგრამ ეს სიხარულის დღე იქნება.
„შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად…. მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება.
ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება – დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება