დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუზე – ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“, მე ვუთხარი: „ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“ – ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება! ვფიქრობთ, „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს გაათავისუფლებს

ვფიქრობთ, „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იქ მძევლები საშინელ მდგომარეობაში არიან. მიწის სიღრმეში, ღრმად არიან. ვფიქრობთ, ისინი ორშაბათს დაბრუნდებიან, მათ შორის დაღუპულთა ცხედრებიც იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ „ახლა ყველას ისევ უყვარს“.
„ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“. მე ვუთხარი: „რაც მთავარია, ახლა მათ ისევ უყვართ. ბიბი, ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“. ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, „ჰამასმა“ 20 მძევალი კვირას ან ორშაბათს გაათავისუფლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”