დონალდ ტრამპი – „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული – თუ არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება

თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იყოს მიღწეული.
“გაათავისუფლეთ ყველა მძევალი, დააბრუნეთ გარდაცვლილთა ცხედრები, ახლავე! „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული. შეთანხმებას ყველა ქვეყანა შეუერთდა! თუ ეს უკანასკნელი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს,” – წერს ტრამპი.
მისი თქმით, “ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ნებისმიერ ფასად იქნება მიღწეული”.
“ყველა უდანაშაულო პალესტინელს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შესაძლო სამომავლო სიკვდილის სივრცე, ღაზის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადახვიდეთ. ყველას მოგივლით ხალხი, რომელსაც დახმარება სურს. თუმცა, „ჰამასისთვის“ საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსი მიეცემათ,” – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა