დონალდ ტრამპი - შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან - მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას

შესანიშნავი საუბარი მქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მადლობა გადავუხადე 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის, ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. საუბრის მიზანი მისთვის მადლობის გადახდა იყო 16 გათავისუფლებული პატიმრისთვის. ასევე განვიხილავთ დამატებით 1 300 პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ალასკაში ვიზიტი. მოუთმენლად ველი მომავალში პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას“, - წერს ტრამპი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.