ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევზე - ეს არის ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერი - ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!

დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევზე - ეს არის ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერი - ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!

დიდი პატივია სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად ყოფნა, როცა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომისა და სიკვდილის შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„ეს არის ორი შესანიშნავი ადამიანი და დიდი ლიდერი. ისინი ახლა ჩემი კარგი მეგობრები არიან!“- აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.