დონალდ ტრამპი – უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს – შეთანხმების დადება გვინდა, რომ რასაც ვაძლევთ, გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს

უკრაინას ძვირფასი იშვიათი მინერალები აქვს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, -ის პრეზიდენტმა კიტ კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.
„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…