– რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგად მიდის

-ის პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის, „ტრამპის კლასის” პრეზენტაციაზე განუცხადა
მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია.
„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც იცით, მათ გასულ თვეს 27 000 ჯარისკაცი დაკარგეს, უმეტესად ჯარისკაცები და მათ შორის, კიევში ხალხი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამბობენ, რომ ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. მოლაპარაკებები კარგად მიდის. იცით, რვა ომი მოვაგვარე, მეგონა, ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი სიძულვილია ამ ორ ადამიანს შორის“, – თქვა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)