დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებაზე - ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ, ვფიქრობ, მასთან ყველაფერი კარგად გამოვა

ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, კვირას ფლორიდაში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების წინადადებას განიხილავს.
„მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ რა აქვს მას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ვფიქრობ, მასთან [ზელენსკი] ყველაფერი კარგად გამოვა. ვფიქრობ, პუტინთანაც ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.