დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე - მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია, უზარმაზარი სიძულვილი. იმედი მაქვს, რომ ამას [შეთანხმებას] მივაღწევთ. ჩვენ ვსაუბრობთ. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა რუსეთის ან უკრაინის პრეზიდენტებს, ან გეგმავს თუ არა შეთანხმების მიღწევას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ყველაფერს გავაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. მინდა, რომ ეს შეწყდეს“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.