არქივი24 ივლისი, 2024, 14:26
დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისთან დებატები მსურს
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას კამალა ჰარისთან დებატები სურს. „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დებატების ABC-ის ეთერში გამართვის იდეა არ მოსწონს და ერთზე მეტ დებატში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.