არქივი22 ივლისი, 2024, 11:06
ალექსანდრ სოროსი - დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი
დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი, გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას! - ამის შესახებ ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექსანდრ სოროსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!“ - აცხადებს ალექს სოროსი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.