ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი – ალექს სოროსი

ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსი, ყველას მოუწოდებს აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის გარშემო გაერთიანებისკენ.
სოროსი X-ზე ჰარისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იგი საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია.
“დროა ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!” – წერს ალექს სოროსი. როგორც ცნობილი გახდა, ჯო ბაიდენი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას უჭერს მხარს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.