დონალდ ტრამპი – ირანის რეჟიმი ბოროტია, ეს მათი ფილოსოფიაა, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, გამოიყენებდნენ – მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ

პირველ დარტყმას ირანი გეგმავდა , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ისინი პირველ დარტყმას გეგმავდნენ და მე არ მსურდა, რომ ეს მომხდარიყო. მათ ძლიერად ვურტყამთ. მათ საჰაერო თავდაცვა აღარ აქვთ და დიდ ზიანს ვაყენებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმი ბოროტია“.

„მსგავსი რამ არავის უნახავს. საქმე პოლიტიკას არ ეხება, ეს მათი ფილოსოფიაა. ისინი მეზობლებს ურტყამენ. მათ ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო იმასთან, რაც ხდება. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, მაშინ გამოიყენებდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არ სურს, რომ ირანში მმართველობა „წინა რეჟიმზე უარესმა“ გადაიბაროს.

„უმეტესობა, რომლებიც ხელმძღვანელობისთვის მხედველობაში მყავდა, მკვდარია. არის კიდევ ერთი ჯგუფი, მაგრამ შესაძლოა, ისინიც მკვდრები იყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ