ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება

დონალდ ტრამპი - ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ირანმა ომანში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გამართეს და ირანის პოზიცია ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე გასული წლის ივნისის 12-დღიანი ომის წინ იყო.
„ირანთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა. როგორც ჩანს, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა იქნება ეს შეთანხმება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ეს მოლაპარაკებები იყო პირველი პირისპირ მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის გასული წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩს, დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით გამართილი შეხვედრა თითქმის რვა საათს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დასაწყისში მხარეები ომანის საგარეო საქმეთა მინისტრს ცალ-ცალკე შეხვდნენ. იმავე დღეს, უიტკოფმა და კუშნერმა არაღჩისთან პირდაპირი მოლაპარაკებებიც გამართეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.