დონალდ ტრამპი – ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება – ეს სხვა ისტორია იქნება

ირანთან შეთანხმებას თუ არ მივაღწევთ, ეს ძალიან ტრავმული იქნება, მათთვის რთული დრო დადგება. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანელებთან იმდენ ხანს ისაუბრებს, რამდენიც სურს.

“შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ [ირანთან]. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ტრავმული იქნება, მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. პირველ ჯერზე უნდა გავაფორმოთ შეთანხმება.

თუ შეთანხმებას არ მიაღწევენ, მაშინ ეს სხვა ისტორია იქნება.

გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან და მას ესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.

თუ ირანთან შეთანხმება ძალიან სამართლიანი და ძალიან კარგი არ იქნება, მაშინ, ჩემი აზრით, მათთვის ძალიან რთული დრო დადგება…

იმდენ ხანს ველაპარაკები მათ [ირანელებს], რამდენიც მინდა და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მათთან შეთანხმების მიღწევა. თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ძალიან რთული იქნება მათთვის. არ ველოდები ამას,” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია