Axios – საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თუ ირანის დაბომბვისგან თავს შეიკავებს, ეს რეჟიმს გააძლიერებს

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა პარასკევს ვაშინგტონში გამართულ კერძო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას არ შეასრულებს, რეჟიმი გაძლიერდება, – ამის შესახებ Axios-ს ოთხმა წყარომ განუცხადა.
გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამი კვირის წინ დააფიქსირა, რომ ირანზე თავდასხმა ესკალაციას გამოიწვევდა. ეს გაფრთხილება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტრამპმა გადაწყვიტა დარტყმის გადადება.
Axios-ი იუწყება, რომ ამ ეტაპზე -სა და ირანს შორის სერიოზული პირდაპირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეირანი, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული აშშ-ის მაქსიმალისტურ პირობებზე დაფუძნებული შეთანხმებით.
„ირანს ყოველთვის სურს შეთანხმების დადება. მაგრამ პრობლემა ისაა, თუ როგორი შეთანხმების დადება სურთ. როგორი შეთანხმების დადება სურს ირანს და როგორი შეთანხმების მიღებას აპირებს აშშ? ეს ძალიან კარგი კითხვაა და ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს შედგეს“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყარომ, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნის ოფიციალური პირია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა