ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა - ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ

დონალდ ტრამპი - ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა - ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ

ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა - ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამჟამად რუსული ნავთობის გამო ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფები ძალიან მაღალია და მათ რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირეს. დიახ, ჩვენ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, მისი თქმით, „აშშ ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არის“.
„სამართლიან შეთანხმებას ვიღებთ. ინდოეთთან შეთანხმება წარსულში არსებული შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.