ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა

დონალდ ტრამპი - ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა

ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოდიმ [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი] რუსეთიდან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა. ის ჩემი მეგობარია და სურს, რომ ინდოეთში ჩავიდე. შესანიშნავი ადამიანია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, პრესკონფერენციის დაწყებამდე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა გონება დაკარგა, რის გამოც ღონისძიება დროებით შეწყდა.
„ერთ-ერთ წარმომადგენელს თავბრუ დაეხვა და დაეცა. ამიტომ, შეწყვეტა მოგვიწია. ის კარგად არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ღონისძიების გაგრძელების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.