ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც მათთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც მათთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთისთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს, რადგან, ტრამპის თქმით, ქვეყანამ რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.
აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ში ინდოეთის ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.
„მათ შესყიდვები შეაჩერეს და იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა სახის შემცირებაზეა საუბარი. დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფების შემცირება „გარკვეულ მომენტში“ მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ამჟამად ინდოეთის საქონელზე მაღალი ტარიფი – 50% აქვს დაწესებული. ტრამპმა ქვეყანას ტარიფები 25%-დან 50%-მდე, სავაჭრო უთანხმოების ფონზე, კერძოდ, რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ გაუზარდა და აღნიშნა, რომ ნავთობის შემოსავლები ომს აფინანსებს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ცვლილება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებას უკავშირდება. ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდდა. ტრამპის თქმით, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნიუ დელი „მნიშვნელოვანი“ ტარიფების გადახდას გააგრძელებდა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.