ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„კარგად ვიცნობ სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს, ისინი ახლა ერთიანდებიან და ერთად მუშაობენ გეგმებზე, რათა ზიანი მოიტანონ“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი „ზიანის გამოწვევას“ გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„კარგად ვიცნობ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ახლა ისინი ერთად მუშაობენ გეგმებზე, სადაც გაერთიანდებიან, რათა ზიანი მოიტანონ. ეს არის ის, რაზეც ისინი ფიქრობენ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამერიკის პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპს სი ძინპინთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინპინს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.