ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ აქვს

ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან კონტაქტი არ აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მოსკოვში დაკავებულ Wall Street Journal-ის რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს ვლადიმერ პუტინი მისი თხოვნით მას შემდეგ გაათავისუფლებს, როგორც კი იგი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
„ბუნებრივია, პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ აქვს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.