ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს, ჩვენ ამ შეხვედრას ვაწყობთ

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ჩემთან შეხვედრა სურს, ჩვენ ამ შეხვედრას ვაწყობთ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და რომ ამ შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვაწყობთ“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ.
მან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს სისხლიანი არეულობა უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.
"პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ეს თქვა საჯაროდაც კი და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს არის სისხლიანი არეულობა", - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.