ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე - ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე - ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.
„ვხედავ, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, სურათს ხვდება და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს“, - აღნიშნა ტრამპმა, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ყირიმის საკითხი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, ყირიმი დათმოს ტრამპმა უპასუხა : „ვფიქრობ, კი“.
ამასთან, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მშვენიერი შეხვედრა იყო.
„მშვენიერი შეხვედრა იყო. გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე მშვენიერი ოფისი, რაც კი ოდესმე მინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.