დონალდ ტრამპი – ვაპირებთ გრენლანდიაში დიდი ჰოსპიტალური გემის გაგზავნას, რათა ვიზრუნოთ მრავალ ადამიანზე, რომლებიც ავად არიან და რომლებსაც იქ არ უვლიან – ის გზაშია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ლუიზიანას გუბერნატორ ჯეფ ლენდრისთან ერთად მუშაობს გრენლანდიაში სამედიცინო დანიშნულების გემის გაგზავნაზე.

„ლუიზიანას ფანტასტიკურ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ვაპირებთ გრენლანდიაში დიდი ჰოსპიტალური გემის გაგზავნას, რათა ვიზრუნოთ იმ მრავალ ადამიანზე, რომლებიც ავად არიან და რომლებსაც იქ არ უვლიან. ის გზაშია!!!“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე და იგივე მიდგომა არსებობს გრენლანდიაშიც.

„მოხარული ვარ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველას აქვს თავისუფალი და თანაბარი წვდომა ჯანდაცვაზე. სადაც დაზღვევა და სიმდიდრე არ განსაზღვრავს, მიიღებთ თუ არა სათანადო მკურნალობას. იგივე მიდგომა გამოიყენება გრენლანდიაში“, – დაწერა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის