დონალდ ტრამპი ირანზე – შეთანხმება უნდა გააფორმონ, თუ ეს არ მოხდება, ცუდი რაღაცები მოხდება – სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “მშვიდობის საბჭოს” პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი შეთანხმებას არ გააფორმებს, “ცუდი რაღაცები” მოხდება.

“შეიძლება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს, შეიძლება არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცე ლიდერობით არაფერია შეუძლებელი…

ახლა ირანის დროა შემოგვიერთდეს გზაზე, რომელიც შეასრულებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და თუ შემოგვიერთდებიან, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ შემოგვიერთდებიან, ეგეც შესანიშნავი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზა იქნება. არ შეიძლება მთლიანი რეგიონის სტაბილურობის მიმართ მუქარები გააგრძელონ, და შეთანხმება უნდა გააფორმონ…

ცუდი რაღაცები მოხდება, თუ ეს არ მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის