ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელიდან ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ჩაფრინდა.
დონალდ ტრამპი ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად ღაზას სამშვიდობო სამიტს უხელმძღვანელებს.
სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას 20-ზე მეტი ლიდერი მიიღებს, მათ შორის, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.