დონალდ ტრამპი ორბანს – ვიქტორ, შესანიშნავი ხარ, ვიცი, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი – არჩევნებზე შესანიშნავი შედეგი გექნება

ვიქტორ, არჩევნებში შესანიშნავი შედეგი გექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეგვიპტეში, მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესახებ განაცხადა.
„ვიქტორ, შესანიშნავი ხარ. ვიცი, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი. ის შესანიშნავი ლიდერია. წინა არჩევნებზე მას მხარდაჭერა გამოვუცხადე და 28 ქულით მოიგო. ახლა უკეთესი შედეგი გექნება. ახალი არჩევნები გაქვს და შესანიშნავი შედეგი გექნება. ჩვენ 100%-ით შენს გვერდით ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
„აშშ-ში, თუ ქალს ეტყვი, რომ ლამაზია, შენი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, მაგრამ მე გავრისკავ. არ განაწყენდებით, თუ ვიტყვი, რომ ლამაზი ხართ, არა? იმიტომ, რომ ნამდვილად ლამაზი ხართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ