დონალდ ტრამპი და მარკ კარნი უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის დაურეკა და ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერის ოფისი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ორი ლიდერი „კანადისა და შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ერების, ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე შეთანხმდა“.
შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, თუმცა, მათ, სავარაუდოდ, 169 მანდატი აქვთ მოპოვებული, კანადის თემთა პალატაში უმრავლესობისთვის კი 172 მანდატია საჭირო. მედიის ინფორმაციით, ლიბერალები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტნიორებად, სავარაუდოდ, მემარცხენე „ახალ დემოკრატებს“ და „კვებეკურ ბლოკს“ აირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”