ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი და მარკ კარნი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და მარკ კარნი თეთრ სახლში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის თეთრ სახლში შეხვდება.
დასავლური მედია წერს, რომ შეხვედრა აშშ-სა და კანადას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებით და დონალდ ტრამპის მუქარით, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდება.
კანადის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში „რთული, მაგრამ კონსტრუქციული დისკუსიების მოლოდინით“ მიემგზავრებოდა.
ერთი კვირის წინ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს კანადის დანგრევა სურს იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის მისაკუთრება შეძლოს. „ეს არასდროს, არასდროს მოხდება“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.