არქივი22 ივლისი 2025, 10:53
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ირანს კვლავ დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ირანს ისევ დაარტყამს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ბირთვულ ობიექტებზე: ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აბას არაღჩიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზიანი სერიოზულია, მაგრამ ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.