დონალდ ტრამპის განცხადებით, , საჭიროების შემთხვევაში, კვლავ დაესხმება თავს ირანის ბირთვულ ობიექტებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ დაესხმება თავს ირანის ბირთვულ ობიექტებს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ირანის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით განაცხადა: „ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია“. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ!“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
-ის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, Fox News-ს განუცხადა, რომ თეირანი ვერ იტყვის უარს ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმედ დაზიანდა აშშ-ის თავდასხმების შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული