არქივი26 ივლისი, 2025, 13:10
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს.
მისივე თქმით, მიმდინარე ვითარებას აკვირდებიან.
„ჩვენ ვაკვირდებით მთელ ამ ვითარებას. შესაძლოა, მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს“, – განაცხადა ტრამპმა
კითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა, რომ სანქციები 50-დღიან ვადაზე ადრე დაწესდეს, მან უპასუხა: „დიახ, შეიძლება“.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.