დონალდ ტრამპი – ნატო-ს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, შეიძლება არ დავსწრებოდი – ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი

ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ჩატარებულიყო, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, მას საერთოდ არ დავსწრებოდი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მა ნატო-ში „ტრილიონობით დოლარის“ ინვესტიცია ჩადო.

„და რატომ? ევროპული ქვეყნების და კანადის დასაცავად. კარგი, მაგრამ იფიქრებდით, რომ ჩვენს დასახმარებლად რამეს გააკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ეს არ გააკეთეს. ისინი კარგად არ მოგვექცნენ, რადგან ირანში რაღაც გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება. მე მათი დახმარებაც კი არ მსურდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე მიგინეიშვილი: …მხოლოდ ეს განცხადებაც საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა სავარაუდო უკანონო მოქმედებების განხორციელებას აპირებს ე.წ. „სიწმინდეების დამცველი ორგანიზაცია“

ირაკლი კობახიძე – იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას