დონალდ ტრამპი ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „ანდრეიმ იცის, როგორ დადოს შეთანხმებები“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მივაღწევთ წარმატებებს თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისე, როგორც ეს ჩვენი პირველი ვადების დროს გავაკეთეთ. მისგან მნიშვნელოვან შედეგებს ველი, მათ შორის F-35-ის ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ორშაბათს ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მთავრობა ოფიციალურად დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ