“ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს” – ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში

“ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს” – ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში
Chairman of opposition “ANO” (YES) movement Andrej Babis arrives to cast his ballot or a general election at a polling station in Ostrava, Czech Republic, Friday, Oct. 3, 2025. (AP Photo/Petr David Josek)
ახალი რეალობა და გარდაუვალი ცვლილებები ევროკავშირში – ჩეხეთის ახალი პრემიერი ღიად ამბობს, რომ ევროპა ბრიუსელი არ არის და ქვეყნებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკა თავადვე მართონ.
“ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ევროპა არა გარეშე პირებისგან, არამედ იმ ეგრეთწოდებული შინაურებისგან, რომლებმაც დაივიწყეს, რომ ევროპა ევროპაა. ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის პრაღა, ვარშავა, ბუდაპეშტი, რომი, პარიზი, მადრიდი. ეს არის მოქალაქეების ხმა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს. ეს არის ერების უფლება, მართონ საკუთარი თავი. ეს არის ოჯახების უფლება, აღზარდონ შვილები იდეოლოგიური ჩარევის გარეშე და არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, რომელიც თავის ხალხს ივიწყებს, არის ევროპა მომავლის გარეშე.
დაიწყო პატრიოტების ეპოქა, რადგან ჩვენ გვინდა ევროპის გადარჩენა. მოდით, ერთად დავდგეთ, როგორც პატრიოტები. ვიბრძოლოთ ევროპისთვის, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ოჯახის, ჩვენი მომავლის საქმე,” – აცხადებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით