დონალდ ტრამპი – გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმეს უხელმძღვანელებს.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიქსენმა და იენს-ფრედერიკ ნილსენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და -მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს. ლენდრიმ კი დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“, – დაწერა ლენდრიმ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება