არქივი29 ოქტომბერი, 2025, 12:54
დონალდ ტრამპი - აზიის ტურნეს ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრა არ შედგება

აზიის ტურნეს ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრა არ შედგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„კიმ ჩენ ინს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ შეხვედრისთვის დროზე შეთანხმება ვერ შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი შეხვედრით დაინტერესებულია.
„აზიაში უახლოეს მომავალში დავბრუნდები და კიმთან შეხვედრასაც ველი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.