Reuters - დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტსა და უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებს შორის შეხვედრა 6 ნოემბერს თეთრ სახლში გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, რომელიც უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევა.
ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.