ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზად ვარ

დონალდ ტრამპი - აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზად ვარ

აზიაში ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე მას შევხვდებოდი. თუ ამ ინფორმაციის გავრცელება გსურთ, მაშინ მე ამისთვის მზად ვარ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპი ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ კორეა გარკვეულწილად ბირთვული ძალაა“.
„როცა ამბობთ, რომ მათი ბირთვულ ძალად აღიარება უნდა მოხდეს, მე ვიტყოდი, რომ მათ ბევრი ბირთვული იარაღი აქვთ. მე ვიცი რამდენი იარაღი აქვთ. მათ შესახებ ყველაფერი ვიცი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა. აშშ-ის პრეზიდენტი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.