დონალდ ტრამპის დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა.
სააგენტო „ფრანს-პრესის ცნობით, -ის პრეზიდენტის ბრძანების ამოქმედების შედეგად, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15%-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო ოდენობა 50%-ს აღწევს.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან -ში იმპორტირებულ ბევრ საქონელზე 15%-იანი ტარიფები ამოქმედდა.
აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სირიიდან იმპორტირებულ საქონელზე 41%-იანი ტარიფები მოქმედებს.
ამასთან, ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები მომდევნო 21 დღის განმავლობაში შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს, მას შემდეგ რაც გუშინ, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…