ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა
დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების ამოქმედების შედეგად, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის მიმართ დაწესებული 10%-იანი ტარიფები 15%-დან 41%-ის ფარგლებში გაიზარდა, ხოლო ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების საერთო ოდენობა 50%-ს აღწევს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, ევროკავშირიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან აშშ-ში იმპორტირებულ ბევრ საქონელზე 15%-იანი ტარიფები ამოქმედდა.
აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სირიიდან იმპორტირებულ საქონელზე 41%-იანი ტარიფები მოქმედებს.
ამასთან, ინდოეთისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები მომდევნო 21 დღის განმავლობაში შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს, მას შემდეგ რაც გუშინ, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.