დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
როგორც Reuters იუწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ბრალს ნარკოტიკებით ვაჭრობაში სდებს, ასევე, მას კარტელებთან თანამშრომლობით აშშ-ში „ფენტანილის“ შემცველი კოკაინის შეტანაში მონაწილეობას ედავება.
ცნობისთვის, ნიკოლას მადუროს ბრალი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 2020 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს წაუყენეს. მაშინ აშშ-მა მისი დაპატიმრებისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.
მოგვიანებით კი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯილდო 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.