პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას ამჟამად არ განიხილავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას ამჟამად არ განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ის უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებას, ტრამპმა უპასუხა: „არა, სინამდვილეში არა“, თუმცა, დასძინა, რომ, შესაძლოა, გადაიფიქროს.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა თეთრ სახლს აცნობა, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ საკმარისი მარაგი აქვს იმისთვის, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება შესაძლებელი იყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.